17 მაისი 2024,   10:54
ვრცლად
22 წლის სალომე ქემაშვილის გარდაცვალების მიზეზი, H1N1 ტიპის ვირუსი აღმოჩნდა 

22 წლის სალომე ქემაშვილის გარდაცვალების მიზეზი H1N1 ტიპის ვირუსი გახდა. ინფორმაცია ინფექციურ საავადმყოფოში დაადასტურეს, სადაც სალომე ქემაშვილი გუშინ გარდაიცვალა.

ექიმების განმარტებით, გარდაცვალება დაგვიანებულმა მკურნალობამ და გრიპის შემდგომმა ენცეფალიტმა გამოიწვია. სალომე ქემაშვილი კლინიკაში, გასულ კვირას, ბორჯომიდან გადაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას ახალგაზრდა უკვე მართვით სუნთქვაზე იყო. როგორც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი მარინა ეზუგბაია ამბობს, პაციენტი საავადმყოფოში შეყვანისას უკვე უპერსპექტივო მდგომარეობაში იმყოფებოდა. 

„ჩვენს კლინიკაში ეს პაციენტი შემოვიდა გრიპის ინფიცირებიდან მეექვსე დღეს მართვით სუნთქვაზე უკიდურესად მძიმე ატომიური კომით, უმძიმესი სეპტიური შოკით, რომელიც დადასტურებული იყო რომ სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო. გრიპი გახდა მიზეზი გართულების, ეს იყო ბაქტერიული ენდოგენური ინფექციის აქტივაცია და მძიმე ბაქტერიული სეპტიცემიის განვითარება თავის ბაქტერიული ენცეფალიტით. პაციენტი იყო უპერსპექტივო, უკიდურესად მძიმე... ვინაიდან დღეს გრიპის 90%-ზე მეტი არის H1N1, ამიტომ დაავადებათა კონტროლში გაგრძელდა კონფირმაციული კვლევა, როგორც ინფორმაციით, ვიცი დადასტურებულია H1N1,“- ამბობს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, მარინა ეზუგბაია.

ეს უკვე ე.წ. ღორის გრიპით გარდაცვალების მე-13 დადასტურებული შემთხვევაა. 

დღის ამბები