17 მაისი 2024,   10:55
ვრცლად
ზვავსაშიშროება ავსტრიაში - თოვლის საფარის სიმაღლემ სამ მეტრს გადააჭარბა

ავსტრიის სამხრეთით შტორიის რეგიონი ზვავსაშიშროების ზონად გამოცხადდა. თოვლის საფარის სიმაღლემ ზოგიერთ რაიონში სამ მეტრს გადააჭარბა. დიდთოვლობას თან ახლავს ძლიერი ქარიც. ზვავის მოსალოდნელი ჩამოწოლის გამო მაგისტრალებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეწყდა.

ზვავსაშიშროებაა გამოცხადებული სამთო კურორტებზეც, სადაც გასულ კვირას რამდენიმე მოთხილამურე გადაარჩინეს. მთებში ჩარჩენილი სპორტსმენები მაშველებმა ვერტმფრენით გამოიყვანეს, რისთვისაც პილოტს ურთულესი მანევრის შესრულება მოუხდა.

დღის ამბები