17 მაისი 2024,   09:47
ვრცლად
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია გამოცხადდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია გამოცხადდა. ცნობილია, რომ ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა რაოდენობა 140-დან 60 ადამიანამდე უნდა შემცირდეს.

როგორც საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი ხატია მოისწრაფიშვილი ამბობს, 15 იანვრიდან რეორგანიზაციის პირველი ეტაპი დაიწყება. მისი თქმით, ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელს მიეცემა საშუალება გაიაროს ადმინისტრაციის ხელმძღვანელების შეთავაზებები.

15 თებერვლის შემდეგ, კი პროცესის მეორე ეტაპი დაიწყება, როცა იმ თანამშრომლების მონაცემები, ვინც ვერ დარჩება ადმინისტრაციაში გადავა საჯარო ბიუროს განკარგულებაში. უმუშევრად დარჩენილი კადრები ხატია მოისწრაფიშვილის თქმით, ერთჯერადად სამი თვის კომპენსაციას მიიღებენ.

„თითოეული თანამშრომელი რომელიც ვერ დაინახავს ახალ სტრუქტურაში თავსი თავს მის შესახებ ინფორმაცია გადავა საჯარო ბიუროს განკარგულებაში და საჯარო ბიურო ეცდება, მოიძიოს და შესთავაზოს ამ მართლაც ძალიან კარგ კადრებს საჯარო სამსახურები და იმ შემთხვევაში თუ ისინი არ მიიღებენ ან მათთვის შესაბამის ადგილები არ მოიძებნა , ამ პროცედურების დასრულების შემდეგ მიიღებენ ერთჯერადად სამი თვის სარგოს,“-ამბობს ხატია მოისწრაფიშვილი.

დღის ამბები