26 აპრილი 2024,   23:12
ვრცლად
დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობის საქმე - მხედრიონის ყოფილი ლიდერი „კურიერთან“ ახალ დეტალებზე საუბრობს

დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობის საქმე - მხედრიონის ყოფილი ლიდერი კურიერთან ახალ დეტალებზე საუბრობს.

თადარიგის პოლკოვნიკი დარწმუნებულია, რომ შეირაღებულ თავდასხმას, რომელსაც მისი ერთადერთი შვილის სიცოცხლე შეეწირა, დამკვეთი ჰყავდა და ქილერის სამიზნე თავად იყო.

დოდო გუგეშაშვილი ამბობს, რომ პირი, რომლიც 7 თებერვალს მის სახლში შეიჭრა, მარტო არ მოქმედებდა.

დოდო გუგეშაშვილი დარწმუნებულია, რომ კვალი რუსეთამდე მიდის. თადარიგის პოლკოვნიკი ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ არ გამორიცხავს, რომ შეირაღებული თავდასხმა რუსული სპეცსამსახურების დაკვეთა იყო.

კურიერის ინფორმაციით, თადარიგის პოლკოვნიკის ოჯახზე განხორციელებული შეირაღებული თავდასხმის საქმეში რუსულ კვალს არც გამოძიება გამორიცხავს.

ამ ვერსიას გლდანის ციხეში მყოფი ერთ-ერთი პატიმარიც ადასტურებს, რომელიც დოდო გუგეშაშვილს და მის ადვოკატს რამდენიმ თვის წინ საპატიმროდან დაუკავშირდა.

მსჯავრდებული ამტკიცებს, რომ გუგეშაშვილის მკვლელობა მას ჯერ კიდევ ერთი წლის წინ თურქეთში ერთ-ერთმა რუსმა გენერალმა დაუკვეთა.

პატიმარი, რომლის ვინაობასაც გუგეშაშვილი არ ამხელს, კურიერის ინფორმაციით, პანკისელი რამაზ მარგოშვილია. მარგოშვილი ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით სასჯელს იხდის.

კურიერის ინფორმაციით, მარგოშვილმა დოდო გუგეშაშვილის ადვოკატს მკვლელობის დამკვეთთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია უკვე მიაწოდა. გელა ნიკოლაიშვილი შეხვედრას ადასტურებს, თუმცა, დეტალებზე არ საუბრობს.

საზარელი მკვლელობის საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს. ერთწლიანი საგამოძიებო მოქმედებების მიუხედავად, სამართალდამცველებმა სავარუდო დამნაშავეების იდენტიფიცირება ამ დრომდე ვერ მოახერხა.

ნოდარ გუგეშაშვილს კი დღეს 34 წელი შეუსრულდებოდა. მისი ხსოვნის პატივსაცემად მისმა მეგობრებმა და მოტომრბოლელებმა თბილისის ქუჩებში პერფორმანსი მოაწყვეს.

დღის ამბები