26 აპრილი 2024,   22:27
ვრცლად
მოსამართლეთა სკანდალური სიის განხილვამდე იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები და პოლიტიკოსები მოლაპარაკებებს მართავენ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა პარლამენტს 5 საკანონმდებლო ინიციატივით მიმართეს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ღია კონკურსით შერჩევა მათი მთავარი მოთხოვნაა. ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი მიიჩნევენ, რომ კონკურსში მონაწილეობა მხოლოდ მოსამართლეების პრივილეგია არ უნდა იყოს.

საკანონმდებლო წინადადებების ავტორებმა კანონმდებლებთან კონსულტაციები უკვე დაიწყეს. პირველი შეხვედრა მმართველი პარტიის იმ რამდენიმე დეპუტატთან გამართეს, რომლებიც თანაგუნდელებს ღიად დაუპირისპირდნენ. საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი პროცესებს ჯერაც სკეპტიკურად უყურებს.

საკანონმდებლო წინადადებებს იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარეც ამზადებს.

ეკა ბესელია კონსულტაციებს იურისტებთან მართავს. მან დაანონსა, რომ დეპუტატებს უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების საკუთარ ხედვას უახლოეს მომავალში წარუდგენს.

დარჩება თუ არა ეკა ბესელია სასამართლოს სისტემის რეფორმირების სამუშაო ჯგუფში, ეს კითხვა ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადების შემდეგ გაჩნდა. პარლამენტის თავმჯდომარემ საფრანგეთიდან დაანონსა რომ ჯგუფი, რომელმაც უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების საკითხზე უნდა იმსჯელოს, აუცილებლად გადახალისდება

სასამართლო სისტემის რეფორმირების სამუშაო ჯგუფი თვის ბოლოს, საგაზაფხულო სესიის გახსნამდე, შეიკრიბება.

ამავე თემაზე
დღის ამბები