19 მაისი 2024,   13:09
ვრცლად
უამინდობა ბათუმში - ძლიერმა ქარმა და წვიმამ ქალაქში პრობლემები შექმნა 

ბათუმში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. პარალელურად კი მიმდინარეობს ზარალის დათვლა.

ძლიერმა ქარმა ქალაქში რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა და ხეები წააქცია. შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი ადამიანიც. დღის მეორე ნახევარში კი მოსახლეობას პრობლემები წვიმამაც შეუქმნა. რამდენიმე სახლში წყალი ჩავიდა. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ.

დღის განმავლობაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცხელ ხაზზე 40-მდე შეტყობინება შევიდა.

დღის ამბები