19 მაისი 2024,   13:10
ვრცლად
ქუთაისში წითელას დიაგნოზით დაავადებულთა რაოდენობა გაიზარდა

ქუთაისში წინა წელთან შედარებით წითელას დიაგნოზით კლინიკებში მომართვიანობა გაზრდილია. მრავალპროფილურ კლინიკა "მედიქალ სითის" იანვრის თვეში 57 პაციენტმა მიმართა. ამჟამად საავადმყოფოში ათი პაციენტი მკურნალობს.

ექიმ ნუგზარ მაღლაკელიძის თქმით, ამჯერად წითელას შემთხვევები  არა მარტო პატარებში, არამედ ზრდასრულებშიც გახშირდა.  მისი განცხადებით, მოზრდილთა ასაკში დაავადებას უფრო რთულ ფორმებში მიმდინარეობა ახასიათებს.

ექიმის ვარაუდით, წითელას შემთხვევები პიკს თებერვალსა და მარტის თვეებში მიაღწევს. ის ასევე აღნიშნავს, რომ პარალელურად, გრიპის ვირუსით მიმართვიანობამ იკლო.

დღის ამბები