17 მაისი 2024,   11:11
ვრცლად
აფეთქების შედეგად გარდაცვლილებს პატრიარქი პარაკლისს გადაუხდის

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ქაშვეთის ეკლესიაში მივიდა. ილია მეორე დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულების სულის მოსახსენიებელ პარაკლისს გადაიხდის. ამ დრომდე ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

ადგილზე შეკრებილები არიან გარდაცვლილების ოჯახის წევრები და ახლობლები, მოქალაქეები.

დიდ დიღომში ძლიერი აფეთქება, რამაც ნგრევა გამოიწვია, ოთხი დღის წინ მოხდა. ტრაგედიის შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი, დაშავდა 8.

დღის ამბები