26 აპრილი 2024,   22:53
ვრცლად
მცხეთასთან ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითის სიცოცხლე ემსხვერპლა

მცხეთასთან ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ცნობილია, 50 წლის მამაკაცს გზაზე გადასვლის დროს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

„რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

დღის ამბები