26 აპრილი 2024,   20:18
ვრცლად
"არ მინდა, დავიჯერო, რომ ჟურნალისტები ასეთი დაუცველები ვართ" - დავით ერაძე გამოკითხვაზე იმყოფება

„რუსთავი 2-ის" ჟურნალისტი დავით ერაძე ამ წუთებში მთაწმინდის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება. დღეს მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით ის პოლიციას აძლევს ჩვენებას.

შუადღისას „რუსთავი 2-ის" ჟურნალისტის საცხოვრებელ სახლს ესროლეს, დაზიანებულია სახლის კარი, ტყვიის მასრა კი აივანზე ეგდო.

ქუჩიშვილის ქუჩაზე ამ დრომდე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, დავით ერაძე კი მთაწმინდის პოლიციის განყოფილებაში იმყოფება. რას უკავშირდება თავდასხმა, დავით ერაძისთვის უცნობია. 

„ჩატარდა საგამოძიებო სამუშაოები, იყვნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ისინი საკუთარ დასკვნას დადებენ. მე რაც ვნახე იმას ვეტყვი. არ მინდა, დავიჯერო, რომ ასეთი დაუცველები ვართ ჟურნალისტები და ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ამიტომ დაველოდები გამოძიებას,“-ამბობს დავით ერაძე.

შეგახსენებთ, რომ დავით ერაძის ერთ-ერთი ბოლო სიუჟეტი მოჭიდავეების საქმის სკანდალს ეხებოდა. სწორედ დავით ერაძემ მოიპოვა ვიდეო-მასალა, რომელიც ევროპის ჩემპიონსა და ფედერაციის პრეზიდენტს შორის კონფლიქტს ასახავს, კადრებში ჩანდა, როგორ გაუსწორდა გეგა გეგეშიძე ევროპის ჩემპიონს.

სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ სამართალდამცველებმა გეგა გეგეშიძე დააპატიმრეს.

დღის ამბები