26 აპრილი 2024,   21:53
ვრცლად
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის ცვლილება - არჩილ თალაკვაძე მესამე სექტორს პასუხობს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის შეცვლასთან დაკავშირებით, პასუხობს. საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ მოსამართლეთა შერჩევის პროცესს თანმიმდევრულად მიჰყვება.

დეპუტატის თქმით, სასამართლოში მოსამართლეთა გამწესების საკითხთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა, დიდი ალბათობით, კვირას გაიმართება, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე გაუძღვება.

„ჩვენ პროცესს მივყვებით თანმიმდევრულად, ვინაიდან, მოთხოვნა იყო, რომ ყოფილიყო პროცედურა და კრიტერიუმები, ამაზე არსებობს პოლიტიკური გადაწყვეტილება და სამუშაო ჯგუფი, რომელიც კრიტერიუმებს და პროცედურას შეიმუშავებს, იქნება და ის მიიღებს კონკრეტულ პროექტს ამასთან დაკავშირებით. მეორე მოთხოვნა იყო, რომ ამ პროცესში ყოფილიყო ყველა ძირითადი მხარე ჩართული, ვისაც ეკუთვნის რეალურად პროცესში მონაწილეობა, ეს მოთხოვნაც, თუ თანმიმდევრულად განვიხილავთ, შეიძლება ითქვას, რომ შესრულებული იქნება. რაც შეეხება სამუშაო შეხვედრას, მაღალი ალბათობით, პირველი სამუშაო შეხვედრა ამ ჯგუფის გაიმართება კვირას და როგორც გითხარით, მას გაუძღვება პარლამენტის თავმჯდომარე,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მესამე სექტორის მთავარი მოთხოვნა სასამართლოში მოსამართლეთა გამწესების საკითხის გარდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის შეცვლაა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოსამართლეების დანიშვნისა და ნომინირების წესთან დაკავშირებით შეთავაზება პარლამენტს უკვე მიაწოდეს.

დღის ამბები