19 ნოემბერი 2024,   11:29
ვრცლად
ეს არის ბიძინა ივანიშვილის გუნდის პოლიტიკური და ეჭვი მაქვს, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა - ბოკერია პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზე 

საპარლამენტო  უმცირესობის დეპუტატებს აინტერესებთ, რა პრინციპით მოხდა 16 პირის დაკავება ეკა ბესელია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე.

გიგა ბოკერია ამბობს, რომ კადრები უამრავმა ადამიანმა გაავრცელა და ამ 16 ადამიანის შერჩევა მხოლოდ ერთადერთ მიზანს ემსახურება ხელისუფლება ცდილობს ისრები ოპოზიციაზე გადაიტანოს.  

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი დამკვეთთა დასჯის აუცილებლობაზე საუბრობს და ფიქრობს, რომ ამ საქმეში ივანიშვილის გუნდის პოლიტიკური და სავარაუდოდ, სისხლის სამართლებრივი დანაშაულიც იკვეთება.

"ამ ხელისუფლებას ნდობა აქვს ნულოვანი ამ საკითხში. იმიტომ, რომ წლებია გრძელდება ამ საშინელი სიბინძურის პოლიტიკურ საჯარო ცხოვრებაში გამოყენება. ეს გამოყენება ემთხვევა ხოლმე უმრავლესობის,  მთავრობის და ივანიშვილის მხრიდან, მისი რომელიმე გუნდის წევრის შერისხვას. მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ ვერ მივიღეთ პასუხი, ვინ იდგა ამ საზიზღარი მანქანის უკან და ახლა როცა საზოგადოებრივი წნეხი გაიზარდა, ჩვენ ვიღებთ რეაქციას, რომ ოპოზიციის აქტივისტების დაკავება ხდება და ეს რა თქმა უნდა ტოვებს საფუძვლიან ეჭვს, რომ უბრალოდ პოლიტიკური პიარისა და ისრების გადასატანად ხდება ეს ყველაფერი.

"ეს არის ბიძინა ივანიშვილის გუნდის პოლიტიკური პასუხისმგებლობა და საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც,“-აცხადებს გიგა ბოკერია. 

დღის ამბები