19 ნოემბერი 2024,   11:14
ვრცლად
ეს უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია და ჩვენ უნდა დაველოდოთ ეკლესიის პოზიციას - საპარლამენტო უმრავლესობა საპატრიარქოს მუქარაზე საუბრობს

საქართველოს საპატრიარქო ისევ დუმს, გავლენიანი რუსი მიტროპოლიტის შანტაჟს ქართველი მღვდელმთავრები ამ დრომდე არ პასუხობენ.

დღეს საპატრიარქოს წარმომადგენლები არც პარლამენტში გამოჩენილან, სადაც ყველა რელიგიური კონფესიის წინამძღვარი ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე რელიგიის შესახებ კანონს განიხილავდა.

უკვე 24 საათი გავიდა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ქართველი სასულიერო პირების დაშანტაჟება სცადა და პრაქტიკულად დაემუქრა, რომ თუ თბილისი უკრაინის ავტოკეფალიას აღიარებს მაშინ მოსკოვი აფხაზეთთან მიმართებაში საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში აცხადებს, რომ საკითხი მეტად დელიკატურია და ამიტომ საპარლამენტო უმრავლესობა ჯერ საქართველოს ეკლესიის განცხადებას ელდოება, შემდეგ კი სეკულარიზმის პრინციპების დაცვით, რუსეთის მუქარას თავადაც უპასუხებენ. 

„უკრაინის თუ ნებისმიერი სხვა ქვეყნის ავტოკეფალიის საკითხი, არის ჩვენი წმინდა სინოდის გადაწყვეტილების თემა, სწორედ ასე უნდა მივუდგეთ რუსეთის მხრიდან და რუსეთის ეკლესიის მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებას. მე ვფიქრობ, ჩვენ არ უნდა გავავლოთ პარალელი ეკლესიისა და სახელმწიფოს პოზიციებში და სეკულარიზმის პრინციპი უნდა იყოს დაცული ორივე სახელმწიფოს მხრიდან.

"ჩვენ ველოდებით ეკლესიის პოზიციას იმიტომ, რომ ისევ და ისევ აღნიშნული საკითხი არის ეკლესიის პრეროგატივა და სეკულარიზმის პრინციპის გათვალისწინებით შესაბამის განცხადებას გავაჟღერებთ. უფრო დეტალებში შესვლისგან თავს შევიკავებდი, იმიტომ რომ ეს უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია და ბუნებრივია, ჩვენ უნდა დაველოდოთ ეკლესიის პოზიციას,“-აცხადებს მარიამ ჯაში.

ამავე თემაზე
დღის ამბები