19 ნოემბერი 2024,   11:14
ვრცლად
"ბოლომდე ვერ გავერკვიე, ამიტომ არ მიმიღია კენჭისყრაში მონაწილეობა" - გედევან ფოფხაძე

„მე ბოლომდე ვერ გავერკვიე, ამიტომ არ მიმიღია კენჭისყრაში მონაწილეობა,“ - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გედევან ფოფხაძემ, გუნდის წევრებსა და ივანიშვილთან 7-საათიანი შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

შეხვედრის მთავარ თემას უვადოდ დასანიშნი მოსამრთლეების შერჩევის კრიტერიუმების შემუშავება წარმომადგენდა. ფოფხაძე აღნიშნავს, რომ მხოლოდ ზოგად შეთანხმებას მიაღწიეს და მოლაპარაკებების პროცესი გაგრძელდება.

„მე ბოლომდე ვერ გავერკვიე, ამიტომ არ მიმიღია კენჭისყრაში მონაწილეობა. დანარჩენები რომ გამოვლენ, ისინი უფრო ახსნიან მაგას. საუბარია იმაზე, რომ ჩვენ კონსტიტუციის შესაბამისობაში უნდა მივიღოთ სამართლებრივი გადაწყვეტილება. ახლა ამის წინააღმდეგი არავინ არ იქნებოდა თავიდან. პროცესი გაგრძელდება, გაგრძელდება პარლამენტშიც, მსჯელობა იქნება იურიდიულ კომიტეტში. დაიდება ის პროექტი, რომელიც არის და ალბათ, განსხვავებული მოსაზრებებიც იქნება წარმოთქმული და სამართლებრივი პროცესი ჩვეულებრივად წავა. ამ ეტაპზე ჯერ ჩვენ ძალიან ზოგად შეთანხმებას ვაღწევთ და ვნახოთ, მომავალში როგორ წავა პროცესი,“ - ამბობს ფოფხაძე.

შვიდსაათიანი კონსულტაციები ბიძინა ივანიშვილთან დასრულებულია. ეს ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი მოლაპარაკება იყო მმართველ გუნდში, უკიდურესად გამწვავებული პოლიტიკური კრიზისის და ეკა ბესელიას წინააღმდეგ დაწყებული მორალური ტერორის ფონზე.

დღის ამბები