19 ნოემბერი 2024,   11:12
ვრცლად
"ენმ-ს ბესელიას საწინააღმდეგოდ ფარული ჩანაწერების გავრცელების მოტივაცია ნაკლებად ჰქონდა" - გედევან ფოფხაძე

ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან ოპოზიციის მოტივაციას ვერ ხედავს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გედევან ფოფხაძე.

დეპუტატი გამორიცხავს, რომ ოპოზიციის, მითუმეტეს, ნაციონალური მოძრაობის ინტერესში შედიოდეს ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროება.

„თუ ვინმე კატეგორიულად ამბობს, ვისგან მოდის, იმან უნდა მტკიცებულებებიც წარმოადგინოს იმიტომ, რომ ახლა მე როგორ დავადო ვინმეს ხელი, მტკიცებულებების გარეშე. მე ერთადერთი, რაც შემიძლია, ფარულ ჩანაწერებზე გითხრათ, მგონია, რომ მოტივაცია პოლიტიკურ ოპოზიციას ეკა ბესელიას საწინააღმდეგოდ, რომ ახლა რამე გაევრცელებინა, მით უმეტეს, ნაციონალურ მოძრაობას, ჩემი აზრით, ნაკლებად ჰქონდათ,“ - განაცხადა ფოფხაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ფაქტზე 17 პირი დააკავა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებულებიდან ორს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა, შვიდს კი გირაო შეეფარდა. 

დღის ამბები