ეკა ბესელია ადასტურებს, რომ მას საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილთან პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების შესახებ საუბარი ჰქონდა.
თუმცა, როგორც ბესელია ამბობს, ის არ აპირებს გაასაჯაროოს, რა შინაარსის საუბარი შედგა მასსა და პარტიის თავმჯდომარეს შორის.
ბესელიას განცხადებით, ის თავის განცხადებებში რადიკალური არ არის, რადგან დეპუტატის თქმით, უფრთხილდება იმ შვიდ წელს, რომელიც მას როგორც პოლიტიკოსსა და ადამიანს გუნდთან აკავშირებდა.
ბესელიამ ასევე უპასუხა სოფო კილაძეს, რომელმაც თანაგუნდელი უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში დაადანაშაულა. დეპუტატის თქმით, სოფო კილაძის განცხადება იყო კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორი შეფასება არ უნდა გააკეთოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ.