19 ნოემბერი 2024,   11:14
ვრცლად
"ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან ფარულ ჩანაწერებზე აპელირება და რეალურად მცდელობა გადააბრალოს ოპოზიციას, არის ფარისევლობა" - დეკანოიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეებსა და მათ გამოძიებაზე საუბრობს.

ხატია დეკანოიძის თქმით, ამ დრომდე არც ერთი მსგავსი საქმე არ ყოფილა გამოძიებული და არ დასჯილა კადრების გავრცელების პირველწყარო.

„ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან ფარულ ჩანაწერებზე აპელირება და რეალურად მცდელობა გადააბრალოს ოპოზიციას არის ფარისევლობა, რბილად რომ ვთქვათ , ვინაიდან არცერთი ობიექტური გამოძიება არ ჩატარებულა, ფარული მიყურადებისა და თვალთვალის კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით,  არცერთი არ ყოფილა ობიექტური ექსპერტიზა. ისე, როგორც სხვა კადრებთან ასევე ამ კადრებთან დაკავშირებით,არ ყოფილა დასჯილი არცერთი რეალური გამავრცელებელი,“-ამბობს ხატია დეკანოიძე.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას სოციალურ ქსელში, მმართველი გუნდის დეპუტატის, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა გავრცელდა. შს სამინისტრომ საქმესთან კავშირში 17 პირი დააკავა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები