19 ნოემბერი 2024,   11:29
ვრცლად
"არაგუნდურობის კლასიკური მაგალითი მათივე კომენტარში ნახეთ, როგორ ღიად იცავს მოსამართლეების გუნდს"- ბესელია კილაძეს პასუხობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია თანაგუნდელს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფო კილაძეს პასუხობს.

კილაძემ ბესელია უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში დაადანაშაულა. დეპუტატის თქმით, სოფო კილაძის განცხადება იყო კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორი შეფასება არ უნდა გააკეთოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ.

„მე ჩამოვთვალე პირველ ეტაპზევე იმ პირთა სავარაუდო წრე, არცთუ ისე დიდია, ვინც შეიძლებოდა ყოფილიყო მოაზრებული. ეს ჩემი შინაგანი განცდაა და არ ვდებ არავის ბრალს და დღეს მოვისმინე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის კომენტარი.

"ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ეს კომენტარი. აი, არაგუნდურობის კლასიკური მაგალითი მათივე კომენტარში ნახეთ, როგორ ღიად იცავს მოსამართლეების გუნდს. ეს კომენტარი არის კლასიკა, როგორ არ უნდა საუბრობდეს უმრავლესობის წევრი და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე,“-ამბობს ბესელია.

ამავე თემაზე
დღის ამბები