აბუ დაბიში კათოლიკები ისტორიული მოვლენისთვის ემზადებიან. პაპი ფრანცისკე კათოლიკური ეკლესიის პირველი მეთაური გახდება, რომელიც არაბეთის ნახევარკუნძულზე მესას ჩაატარებს. ღვთისმსახურებას პაპი აბუ დაბის სტადიონზე გაუძღვება და მას 135 ათასი მორწმუნე დაესწრება.
რომის პაპი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გუშინ ჩავიდა. დღეს ის პრეზიდენტის სასახლეს ესტუმრა, სადაც ქვეყნის ლიდერებმა საზეიმო დახვედრა მოუწყეს.