04 მაისი 2024,   08:37
ვრცლად
მსახიობი გურანდა გაბუნია გარდაიცვალა

მსახიობი გურანდა გაბუნია გარდაიცვალა. 80 წლის ასაკში თეატრისა და კინოს მსახიობის გარდაცვალების მიზეზი, ავადმყოფობა გახდა. 

გურანდა გაბუნიას ნათამაშები აქვს 20-მდე ფილმში, გარდა ამისა, ჰქონდა სპექტაკლები რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრებში.

მას მიღებული აქვს ღირსების ორდენი, გაბუნია ასევე იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი და საქართველოს სახალხო არტისტი. 

დღის ამბები