17 ნოემბერი 2024,   10:47
ვრცლად
მესაქონლეობასთან დაკავშირებული ცვლილებები - გლეხები 2020 წლიდან ბიზნესოპერატორებად უნდა დარეგისტრირდნენ   

ჩანაწერი კანონში, რომელიც გლეხებს ბიზნესოპერატორად დარეგისტრირებას ავალდებულებს, კანონში 2012 წლიდანაა, თუმცა ეს მუხლი შეჩერებული იყო და მომავალი წლიდან ამოქმედდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროში ფიქრობენ, რომ ასე გლეხების და მათ მიერ წარმოებული პროდუქტის კონტროლი გაუადვილდებათ.  

ბიზნეს ოპერატორად დარეგისტრირების გარდა, ყველა ფერმერი, ვინც რძის ნაწარმს გაყიდის, ვალდებული იქნება სადგომი შესაბამისი სტანდარტებით მოაწესრიგოს. რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, სურსათის უვნებლობის სააგენტოს შესაძლებლობა ექნება პროდუქციის ხარისხი შეამოწმოს და დამრღვევი პირი დააჯარიმოს. შემოწმდება ყველა ის პროდუქტი, რომელიც დახლზე მოხვდება. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქცია დადგენილ სტანდარტებს და ეტიკეტში მოცემულ მონაცემებს არ დააკმაყოფილებს, ფიზიკური პირი დაჯარიმდება.

მესაქონლეობასთან დაკავშირებული ცვლილებები ძალაში 2020 წლის პირველი იანვრიდან შევა. რეგულაციების დაწესებას ქვეყანას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაც ავალდებულებს.

ავტორი: ია გულიაშვილი. 

 

 

დღის ამბები