17 ნოემბერი 2024,   10:49
ვრცლად
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მარიამ ქვრივიშვილი დაინიშნა 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოზიცია მარიამ ქვრივიშვილმა დაიკავა. ის ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ ადმინისტრაციის თანამშრომლებს დღეს წარუდგინა.

ქვრივიშვილის თქმით, მისი მთავარი ამოცანა ტურისტების რაოდენობის ზრდა და კერძო სექტორთან კომუნიკაციის დახვეწაა.

„მნიშვნელოვანია, რომ მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიებით ჩვენ ერთად შევძლოთ და განვავითაროთ ახალი ტურისტული პროდუქტები, შევქმნათ ახალი ინფრასტრუქტურა, ვაწარმოოთ მოლაპარაკებები მრავალ ახალ და არსებულ ავიაკომპანიებთან, იმისთვის, რომ გაიხსნას მეტი პირდაპირი რეისი საქართველოს მიმართულებით, იმისთვის, რომ  ჩვენ შევძლოთ და ქვეყანაში შემოვიყვანოთ მეტი მაღალმხარჯველიანი ტურისტი,“ - აცხადებს ქვრივიშვილი

დღის ამბები