სოფელ ყარაჯალაში რამდენიმე დღის წინ მოკლული 19 წლის რადიმ ყურბანოვის ოჯახის წევრები და თანასოფლელები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახის სოფლიდან გასახლებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი საცხოვრებელი სახლის გადაწვით და მკვლელობით იმუქრებიან.
შემთხვევა 1 თებერვალს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში, მეჩეთის წინ მოხდა. ახალგაზრდა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით თანასოფლელმა მოკლა. გარდაცვლილის ახლობლები მკვლელობის მოტივად შურისძიებას ასახელებენ.
"10 წლის წინ გარდაცვლილი და ბრალდებული ერთად იყვნენ ცხვარში. დაკავებული ვინც არის იმან აიღო სანადირო თოფი და ჩემს ბიჭს უთხრა ყვავი უნდა მოგიკლაო. რადიმმა უთხრა, ჩემები მეჩხუბებიან და ეს თოფი არ აიღოვო. ამ დროს თოფი გავარდა და დაკავებულის ძმა უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა. ოჯახმა ჩემს შვილზე შური იძია. უდანაშაულო იყო რადიმი. ამას არ შევარჩენთ, გადავწვათ მათ სახლს ან სოფლიდან წავიდნენ"- ამბობს გარდაცვლილის და, რადმილა ყურბანოვი.
შემთხვევიდან რამდენიმე საათში მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ დააკავა.