ლეგენდარული მუსიკოსი პეტ მეთინი თბილისის ჯაზ ფესტივალის მთავარი სტუმარი იქნება. 20 გრემის მფლობელი ჯაზ გიტარისტი დედაქალაქში ორ კონცერტს გამართავს.
1-ელ მარტს პეტ მეთინი, ტრიოსთან ერთად, ივენთ ჰოლში დაუკრავს, ხოლო 2 მარტს ის მსმენელის წინაშე თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარსდგება.
„22 წელია, ეს ფესტივალი მიმდინარეობს, რომელიც პრაქტიკულად სათავეს იღებს საბჭოთა კავშირის პერიოდიდან და ეს უწყვეტი ტრადიცია სწორედ აღიარებაა იმისა, რომ საქართველოში ამ მიმდინარეობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ,“ - აღნიშნავს კულტურის მინისტრის მოადგილე, ლევან ხარატიშვილი.
რიგით 22-ე თბილისის ჯაზ ფესტივალი 28 თებერვალს გაიხსნება და სულ 2 დღე გაგრძელდება.