ვაკეში ბატას მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
მაღაზიაში არასრულწლოვნები შეიჭრნენ. მათ 100 ლარამდე თანხა და ლეპტოპი გაიტაცეს.
ადგილზე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. მომხდარზე გამოძიება კი ქურდობის მუხლით არის დაწყებული.