17 ნოემბერი 2024,   10:44
ვრცლად
საგანგაშო სტატისტიკა - ქვეყანაში კრიმინალის დონე 54%-ით გაიზარდა 

კრიმინალის შემოტევა ქვეყანაში - შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ დანაშაული საქართველოში 54 %-ით გაიზარდა. 2018 წელს ქვეყანაში 58 ათასზე მეტი დანაშაულია რეგისტრირებული. გაორმაგებულია ქურდობის შემთხვევები, გაიზარდა ყაჩაღობა, ძარცვა, მკვლელობა, გაუპატიურება, თაღლითობა.

2018 წლის სტატისტიკა ასეთია: 11%-ით არის გაზრდილი განზრახ მკვლელობის ფაქტები. 21%-ით კი იგივე დანაშაული ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში. 127 % მკვლელობის მცდელობაზე მოდის. 150% კი თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტია რეგისტრირებული.

გაზრდილია ოჯახური ძალადობის ფაქტები, რომლის პროცენტულმა მაჩვენებელმა 122.1% შეადგინა. 62% -ით არის მომატებული გაუპატიურების შემთხვევები. 2018 წელს რეგისტრირებულმა თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტებმა 59.72% შეადგინა.

86.54%-ით მოიმატა ქურდობის შემთხვევებმაც. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე დანაშაულის გაზრდილ მაჩვენებელს აღრიცხვიანობის გაუმჯობესებას უკავშირებს.

ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ასეთი მაღალი ციფრები მივიღოთ თუ საუბარია მხოლოდ და მხოლოდ  ციფრებზე. და ქურდობა არი კარგი მაგალითი რომლეიც მე თქვენ მოგიყვანეთ . რეგისტრაცია არის 2018--ში 2017 თან შედარებით გაუმჯობესებული.  44% ზრდის მოდის ქურდობაზე დანაშაული საერთო მაჩვენებლიდან,. ქურდობასთან მიმართებით ისევე როგორც მუქარასთან მიმართებით, იძულებასთან მიმართებით, ისევე როგორც ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებასთან მიმართებით ზრდა განპირობებულია აღრიცხვიანობის გაუმჯობესებით.თუმცა არის გარკვეული კატეგორია დანაშაულების, რომელიც არის მაგალითად ხულიგნობა, ცივი იარაღის ტარება , გამოძალვა, ქურდული სამყაროს წევრობა სადაც ციფრებში ზრდა შეინიშნება და ეს არის რეალურად დღეს არა მხოლოდ შსს-ს გამოწვევა , არამედ მთლიანად მართლმსაჯულების გამოწვევა,“-განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

დღის ამბები