17 ნოემბერი 2024,   10:47
ვრცლად
"შეწყდეს ის პროცესი, რომელიც არ არის შეთანხმებული არც ერთ მნიშვნელოვან მხარესთან" - გიორგი ქადაგიძე "ილიაუნზე"

"შეწყდეს ის პროცესი, რომელიც არ არის შეთანხმებული არც ერთ მნიშვნელოვან მხარესთან,“ - ეს განცხადება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ყოფილი დეკანმა, გიორგი ქადაგიძემ, უნივერსიტეტში მიმდინარე რეორგანიზაციის შესახებ გააკეთა.

ბიზნესსკოლიდან გათავისუფლებული დეკანი, გიორგი ქადაგიძე და ეკონომისტი გიორგი პაპავა რექტორისგან იმ რეორგანიზაციის პროცესის შეჩერებას ითხოვენ, რომელიც უმაღლეს სასწავლებელში ცოტა ხნის წინ დაიწყო და რასაც დიდი ვნებათაღელვაც მოჰყვა. 

მოთხოვნების შესრულებისთვის ილიაუნის ხელმძღვანელობისთის მიცემული 24-საათიანი ულტიმატუმის ვადა დღეს იწურება. 

„ჩვენ არც აკადემიური საბჭოს და არც წარმომადგენლობითი საბჭოს განცხადება ამასთან დაკავშირებით არ მოგვისმენია. მე მაინც დიდი იმედი მაქვს, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს, მით უმეტეს, რომ საუბარი არის ძალიან მარტივ ამბავზე. შეწყდეს ის პროცესი, რომელიც არ არის შეთანხმებული არც ერთ მნიშვნელოვან მხარესთან, არ არის შეთანხმებული სტუდენტებთან, არ არის შეთანხმებული დამსაქმებლებთან, არავისთან და ნებისმიერი ტიპის ასეთი დიდი ცვლილება განხილული იყოს ისე, როგორც ამას ითხოვს საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკა,“ - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის დეკანი, გიორგი ქადაგიძე, სასწავლებლის რექტორმა, გიგა ზედანიამ, 30 იანვარს გაათავისუფლა და ამის შესახებ მას ელექტრონული ფოსტით აცნობა. გიორგი ქადაგიძის შემდეგ ილიაუნიდან გაათავისუფლეს გიორგი პაპავაც.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები