ზუგდიდში სუს-ის შენობასთან დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე დაკავებული თენგიზ ქობალიას ოჯახი აქციას მართავს. ისინი ქობალიას დაკავებას აპროტესტებენ.
ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ლაშა გოგიას და გულორდავას უკანონო ბიზნესგარიგებაში თენგიზ ქობალია არ მონაწილეობდა.
ქობალიას დედა შს მინისტრთან შეხვედრას და მისი შვილის გათავისუფლებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტულ აქციებს აანონსებს.
საქმე ეხება ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიას ჩანაწერს, სადაც ზუგდიდის მერი, ლაშა გოგია და ვიცე-მერი, გია გულორდავა, ბიზნესმენს შავი ფულის გადახდის შემდეგ უფორმებენ კერძო საკუთრებაში ძვირადღირებულ ობიექტებს. ამ ჩანაწერში ფიგურირებს დაკავებული თენგიზ ქობალიაც.
თენგიზ ქობალიას სუს-ი დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. ის მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი იყო. ის სუს-მა 24 დეკემბერს დააკავა.