17 ნოემბერი 2024,   10:47
ვრცლად
აბაშიძის ქუჩის მაცხოვრებლები ავარიული შენობის ნაწილობრივ გამაგრებას აპროტესტებენ

ვასილ აბაშიძის ქუჩის მაცხოვრებლები იქ არსებული შენობის სარემონტო სამუშაოებს აპროტესტებენ. მათი თქმით, სამუშაოები დარღვევებით მიმდინარეობს, შენობა ავარიულია და მისი მხოლოდ ნაწილობრივი გამაგრება და რეაბილიტაცია ექსპლუატაციაში შესვლისთვის საკმარისი არ არის. 

არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემულ დასკვნას სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზეც კედლის ნაწილის დემონტაჟი მიმდინარეობს, იქ მცხოვრებლები არამართებულად თვლიან.

„ზუსტად აი, ამ ნაწილზე გვაქვს ლევან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება არანაირი ნებართვის გაცემა. 12 ნოემბრის ბრძანებით კვლავ გასცეს ნებართვა. ჩვენი უსაფრთხოება არის საოცარ მდგომარეობაში. პირდაპირ ძალმომრეობენ, არ აჩერებენ,“ - ამბობს აბაშიძის ქუჩის მოსახლე, იურისტი ლანა გალდავა.

ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს ინვესტორი, რომელიც იქ ჰოსტელის რეკონსტრუქციას აწყობს.

სასტუმრო ოპერას მფლობელის განმარტებით, მას მერიის სამსახურის მიერ გაცემული ბრძანება აქვს, რომლის თანახმადაც, შენობის რეაბილიტაციას კანონიერად ახორციელებს.

 

დღის ამბები