ველისციხეში ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერის ცემის ფაქტზე დაკავებულების - მამუკა უსენაშვილის, თენგიზ ჯანიაშვილის და გოჩა მაისურაძის წინასასამართლო სხდომა გურჯაანის რაიონულ სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა.
მოსამართლემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა დაკავებულების მიმართ ხუთი ათასლარიანი გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით და სამივე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.
„არავითარი გარემოება იმისა, რომ ისინი პატიმრობაში დარჩენილიყვნენ, არ არსებობს. დადგენილია, რომ ხელი გაარტყეს მხოლოდ სახის არეში. დადგენილია ისიც, რომ ბრალს აღიარებენ, რომ შეუბღალავი წარსული არა აქვთ,“ - აცხადებს ადვოკატი მაგული ღვალაძე.
გამოძიება ბრალდებულებს 16 დეკემბერს ველისციხესთან მომხდარ ინციდენტში, კონკრეტულად, შოთა დალაქიშვილის ცემაში ადანაშაულებს.
აქციის დროს დალაქიშვილი თავის არეში მიყენებული დაზიანებების გამო გურჯაანის საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.