19 ნოემბერი 2024,   11:28
ვრცლად
"არჩევნებზე ხელისუფლება ღია ალიანსში შევიდა კრიმინალურ სამყაროსთან და ახლა საზოგადოება იმკის ამ ყველაფრის შედეგებს" - ოთარ კახიძე

„გვაქვს უმძიმესი ვითარება,“ - ასე ეხმაურება პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, ოთარ კახიძე, კრიმინალის გაზრდილ მაჩვენებელს.

დეპუტატის შეფასებით, კრიმინალის ზრდა საპრეზიდენტო არჩევნებზე ხელისუფლების მიერ კრიმინალურ ავტორიტეტებთან გარიგებამ წაახალისა.

„ხედავთ, რომ ჩვენ გვაქვს უმძიმესი ვითარება, არა მხოლოდ ქურდობის და საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ზრდის კუთხით ან ოჯახში ძალადობის კუთხით, სადაც შეიძლება, ვისაუბროთ, რომ აღრიცხვა გაუმჯობესდა ან მიმართვიანობა გაუმჯობესდა, სიცოცხლის წინააღმდეგ დანაშაულია გაზრდილი. ეს არის დანაშაული, რომელსაც ვერ მალავს მონდომებული გამყალბებელიც კი, თუ მას არ სურს, დანაშაულის რეგისტრაცია. ეს მიუთითებს, რომ გვაქვს პრობლემა და ამ პრობლემას კიდევ უფრო აღრმავებს ის ფაქტი, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხელისუფლება ღია ალიანსში შევიდა კრიმინალურ სამყაროსთან, გამოიყენა ისინი სალომე ზურაბიშვილის გასაპრეზიდენტებლად, რომ მათ ზეწოლა განეხორციელებინათ მოსახლეობაზე და ახლა საზოგადოება იმკის ამ ყველაფრის შედეგებს,“ - განაცხადა კახიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ დანაშაული საქართველოში 54%-ით გაიზარდა. 2018 წელს ქვეყანაში 58 ათასზე მეტი დანაშაულია რეგისტრირებული. გაორმაგებულია ქურდობის შემთხვევები, გაიზარდა ყაჩაღობა, ძარცვა, მკვლელობა, გაუპატიურება, თაღლითობა.

დღის ამბები