17 ნოემბერი 2024,   10:44
ვრცლად
ძარცვა "ოცნების" ვაკის ოფისში - აქტივისტებმა, სავარაუდოდ, არადეკლარირებული ფულით სავსე სეიფი მთლიანად გაიტანეს

ძარცვა ქართული ოცნების ვაკის ოფისში - პარტიის აქტივისტები, რომლებმაც მთელი სეიფი გაიტანეს, სასამართლოს წინაშე დღეს პირველად წარდგნენ.  

სეიფი პარტიის საკუთრება იყო, ფული კი, რომელიც სეიფში ინახებოდა, ოფიციალური ვერსიით, ოცნების იურისტის ეკუთვნოდა, ამიტომ პროკურატურამ, ქართულ ოცნებასთან ერთად, დაზარალებულად იურისტიც სცნო.

პროკურატურის მიერ დაზარალებულად ცნობილი იურისტი გიორგი ასანიშვილია. მან დღეს კურიერთან სატელეფონო საუბრის დროს პრაქტიკულად უარყო, რომ ფული მისი საკუთრება იყო. მან ასევე თქვა, რომ ქართული ოცნების იურისტი არასდროს ყოფილა.

ასანიშვილი მის კავშირს ხმაურიან საქმესთან ადასტურებს, თუმცა, ამტკიცებს, რომ ძარცვის დროს საქართველოში საერთოდ არ იმყოფებოდა.

დაზარალებულად გამოცხადებული გიორგი ასანიშვილის ინტერვიუ კიდევ უფრო მეტად აძლიერებს ეჭვს, რომ მოპარული ფული სეიფიდან არა კერძო პირებს, არამედ პარტია ქართულ ოცნებას ეკუთვნოდა, თუმცა, იმის გამო, რომ თანხა არადეკლარირებული იყო, ამას მმართველ პარტიაში არ აღიარებენ.

სწორედ ამ გარემოების დასადგენად დღეს ოპოზიციამ სარჩელი მთავარ პროკურატურაში შეიტანა.

ამავე თემაზე
დღის ამბები