ჟენევის შეხვედრამდე 24 საათით ადრე რუსულ პრესაში აქტიური კამპანია დაიწყო - რუსული მედია ამტკიცებს, რომ საქართველოს რუსეთთან დათმობაზე წავიდა და მზადაა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტვირთების ტრანზიტი დაუშვას.
რუსულ კომერსანტთან ინტერვიუში რუსი მაღალჩინოსანი, რომლის ვინაობაც დაკონკრეტებულია არ არის, აცხადებს, რომ 2011 წელს გაფორმებული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები საქართველოს აიძულებს, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ საბაჟო ტერიტორიებად აღიაროს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე, ამ კამპანიას "პოლიტიკური მიზნებით აგორებულს" უწოდებს და ამბობს, რომ ქართული მხარე არანაირ დათმობაზე არ მიდის.
სერგი კაპანაძე, რომელიც 2011 წელს გაფორმებული ხელშეკრულების გაფორმებისას ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი იყო, ამბობს, რომ ამ ხელშეკრულებაში ქართულმა მხარე ზუსტი კოორდინატები ჩადო, რუსულ პრესაში მითითებული ადგილები კი ამ ტერიტორიებისგან ოდნავ დაშორებულია.
სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ ეს პრობლემას მხოლოდ იმ შემეთხვევაში წარმოადგენს, თუ რუსეთიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომავალი ტვირთები ამ ტერმინალის გვერდის ავლას შეძლებენ. საქართველოს ინტერესი ამ ხელშეკრულებაში შვეიცარული კომპანიის მეშვეობით სწორედ ამ ტვირთების აღრიცხა და კონტროლია.