საგანგებო კომისიის სხდომაზე პრეზიდენტის ავლაბრის სასახლის ბედი წყდება. ქართული ოცნების 7 წევრმა იმსჯელა თემაზე, თუ რა ფუნქცია უნდა მიენიჭოს ქვეყნის მეთაურის და უმაღლესი მთავარსარდლის ყოფილ სამუშაო სივრცეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ აღნიშნეს, რომ კონსულტაციები გაგრძელდება და ერთ კვირაში გახდება ცნობილი, რა ბედი ელის სასახლეს.
ავლაბრის რეზიდენციაში შესაძლოა, განთავსდეს კულტურის ეროვნული ცენტრი ან მოეწყოს ინტეგრირებული სამუზეუმო სივრცე.
დეპუტატებთან ერთად კონსულტაციაზე არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი იმყოფება. ის არ არის მომხრე, რომ რადიკალურად შეიცვალოს სასახლის დიზაინი.
შეხვედრას ასევე ესწრება პრემიერ-მინისტრის მრჩეველი განათლებისა და კულტურის საკითხებში, მიხეილ ჩხენკელი და მეცნიერი ზაზა აბაშიძე.
პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, მარიამ ჯაში, ამბობს, რომ დღეს პრეზიდენტის სასახლის პროექტის ავტორის იდეაზე იმსჯელეს.
"სუბარი არის საქართველოს კულტურის, მისი უმდიდრესი კულტურული მემკვიდრეობის წარმოსაჩენად ერთგვარი სავიზიტო ბარათი სივრცის შექმნაზე არსებული არქიტექტურიდან, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ თავად შენობის ავტორის თავდაპირველი იდეა უკავშირდებოდა სწორედ კულტურულ ცენტრს და ეს არ იყო თავდაპრიველად მოაზრებული საპრეზიდენტო რეზიდენციისთვის და სასახლისთვის," - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.
სასახლის კარდინალური რეკონსტრუქციას გამორიცხავს პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე, ბექა ოდიშარია.
სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში ოპოზიციის წარმომადგენლები არ არიან.