19 ნოემბერი 2024,   11:19
ვრცლად
ისტორიული დღე მაკედონიისთვის - ჩრდილოეთ მაკედონია ნატო-ს 30-ე წევრი ხდება

ისტორიული დღე მაკედონიისთვის - ჩრდილოეთ მაკედონია ნატოს 30-ე წევრი ხდება. ალიანსში გაწევრიანების პროტოკოლს ხელი ნატო-ს შტაბ-ბინაში მოეწერა. დღეიდან, ქვეყანა ალიანსის ყველა შეხვედრას დაესწრება და მას შემდეგ, რაც ნატო-ს წევრი ქვეყნები პროტოკოლის რატიფიცირებას მოახდენენ, ის ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი გახდება.

ქვეყანას 20 წელი დასჭირდა იმისთვის, რომ ნატო-ს შტაბ-ბინაში, ალიანსის 29 წევრს ხელი მოეწერა მისი გაწევრიანების პროტოკოლისათვის. ნატო-ს მხრიდან, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ქვეყნის სახელწოდების შეცვლა იყო. 

„ჩვენი გზა ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ამ გზას მარტონი აღარ გავივლით. ჩვენ გვეყოლება 29 მეგობარი და მოკავშირე. ჩვენი ყურადღება კვლავაც მიმართული იქნება რეფორმების გაგრძელებისკენ, კანონის უზენაესობისა და დაზვერვის სექტორის კუთხით და ასევე, თავდაცვის რეფორმების თვალსაზრისითაც, რომ ჩვენი არმიისა და ჯარის ნატო-ს სტანდარტებთან შესაბამისობა გარანტირებული იყოს. ქვეყანა უფრო ძლიერია, რაც უფრო ძლიერი არმია ჰყავს, რაც უფრო ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები აქვს და რაც უფრო მეტი მეგობარი ჰყავს. დღეს ჩვენი ქვეყანა ნამდვილად ძლიერია,“ - განაცხადა მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკოლა დიმიტროვმა.

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი დღევანდელ დღეს ისტორიულს უწოდებს.

„ნამდვილად მივესალმებით იმ ფაქტს, რომ მაკედონიის მთავრობა მონაწილეობას მიიღებს შეხვედრებში და მოუთმენლად ველით თქვენს დახვედრას ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე აპრილში. დღეიდან ჩვენი ურთიერთობა იცვლება და სწორედ ამიტომ არის ეს დღეს ისტორიული,“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები