17 ნოემბერი 2024,   10:52
ვრცლად
"პირად მოვალეობად ვთვლი, რომ არცერთი სპორტსმენი არ იყოს შეზღუდული არ იყოს დაჩაგრული“ - ყაველაშვილი გეგეშიძეს ხვდება

როგორ წარმოუდგენია მოვლენათა განვითარება ჭიდაობის ფედერაციაში მის პრეზიდენტს და აპირებს თუ არა გეგა გეგეშიძე გადადგომას - ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტთან ამ თემებზე საუბარს დღეს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე აპირებს.

გეგეშიძის გადადგომას ევროპის ჩემპიონი, ზურა დათუაშვილი ითხოვს. მას მიხეილ ყაველაშვილი ორი დღის წინ შეხვდა და ფედერაციაში ვითარების მოგვარების პირობა მისცა.

„მისი აზრი მაინტერესებს, იმიტომ რომ საზოგადოებას განუცხადა, ნანობს ამ მდგომარეობას, თუმცა არის საკითხები, რომელიც ალბათ უფრო საინტერესო იქნება ჩემთვის თუ როგო ხედავს მომავალს. პირად მოვალეობად ვთვლი, რომ არცერთი სპორტსმენი მით უმეტეს, ნაკრების წევრი და ევროპის ჩემპიონი არ იყოს შეზღუდული არ იყოს დაჩაგრული,“-ამბობს ყაველაშვილი.

დღის ამბები