17 ნოემბერი 2024,   10:48
ვრცლად
ნაციონალური მოძრაობა ახალი საბანკო რეგულაციების გაუქმებას ითხოვს

"ნაციონალური მოძრაობა" ახალი საბანკო რეგულაციების გაუქმებას მოითხოვს. ენმ-ს პოლიტიკური საბჭოს წევრის ოთარ სირაძის განმარტებით, რეგულაციების ამოქმედებამ ბიზნესსა და ფიზიკურ ფირებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა.

ოპოზიციის შეფასებით, საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიებში ვაჭრობა 70 პროცენტით შემცირდა. ასევე, 50 პროცენტით შეუმცირდა გაყიდვები სამშენებლო ბიზნესსაც, რაც მოქალაქეებისთვის სესხებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვამ განაპირობა.

ოპოზიცია მთავრობას და ეროვნულ ბანკს რეგულაციების გადახედვისკენ და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს.

„ტაქსის მძღოლმა რომ იყიდოს ოთხი საბურავი განვადებით, ან ძიძამ უთო, ეს ახალი რეგულაციებით პრაქტიკულად შეუძლებელია. ჯერ მხოლოდ ერთი თვეა გასული ამ მავნე გადაწყვეტილებიდან, მაგრამ მან უკვე თავისი სერიოზული პრობლემები შეუქმნა ჩვენს მოქალაქეებს და ასევე კერძო ბიზნესს.  მომდევნო თვეებში ეს პრობლემები კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც შეამცირებს ისედაც დაბალ ეკონომიკურ განვითარებას, გაზრდის უმუშევრობას, ხოლო ნებისმიერ მოქალაქეს საჭიროების შემთხვევაში მოუწევს მიაკითხოს კერძო გამსესხებელს და უფრო მაღალი პროცენტით და უფრო კაბალური პირობებით აიღოს სესხი,“ - განაცხადა სირაძემ.

დღის ამბები