შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ დაუდგენია, ვინ გაავრცელა საჯარო სივრცეში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. რატომ ჭიანურდება გამოძიება ამ კითხვაზე პოლიციას პასუხი არ აქვს, სამინსიტროს მაღალჩინოსნებმა დღეს განმარტებები გააკეთეს და თქვენს, რომ ყველაფერს აკეთებენ, თუმცა გამოძიებას ვიდეომასალის ამტვირთავები დაკავებული არ ჰყავს.
შსს-ს მაღალჩინოსნები არ აკონკრეტებენ ჰყავთ თუ არა კონკრეტულ პირები იდენტიფიცირებულები.
„ათზე მეტი პირი, 16 ადამიანი დავაკავეთ პირადი ცხოვრების მასალის გავრცელებაზე და შენახვაზე, რითაც ბუნებრივია გამოძიება არ დასრულებულა. ვატარებთ ახლა ინტენსიურ რეჟიმში საგამოძიებო მოქმედებებს იმისთვის, რომ სხვა პირების ბრალეულობის საკითხის გამოვკვეთოთ,“-განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა.
კონკრეტული დეტალებზე არ საუბრობს, შინაგან საქმეთა მინისტრის კიდევ ერთი მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე. ის აცხადებს, რომ გამოძიება პირველწყაროს გამოსავლენად მუშაობს.
„ნომერ პირველი პრიორიტეტი ამ საქმეში არის ზუსტად ის, რომ გავიდეთ პირველწყაროზე თუ ვინ გაავრცელა ეს ჩანაწერი,“-განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.