17 ნოემბერი 2024,   10:50
ვრცლად
"ვნანობ... სპორტსმენმა უნდა გააგრძელოს ვარჯიში... უნდა მოვრჩეთ კინკლაობას" - გეგა გეგეშიძე

სპორტის სასახლეში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა პირველი ოფიციალური შეხვედრა პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან გამართა. როგორც გეგა გეგეშიძემ მიხეილ ყაველაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, პრობლემები რომელიც არსებობს ფედერაციაში პრეზიდიუმის სხდომაზე იქნება განხილული. ის ასევე ზურაბ დათუნაშვილთან მის დაპირისპირებას გამოეხმაურა. გეგა გეგეშიძე ამბობს, რომ მომხდარს ნანობს.

„რა თქმა უნდა ვნანობ. ეს არ არის კარგი. მოჰყვა რა თქმა უნდა ძალიან ბევრი გამოხმაურება. არც ჩემი საქციელია კარგი, არც სპორტსმენის, მაგრამ ნუ ზოგადად უნდა გამოვასწორო მთავარი ეს არის. სპორტსმენმა უნდა გააგრძელოს ვარჯიში იმიტომ, რომ ოლიმპიური ლიცენზიების მოპოვების წელია და რა თქმა უნდა ეს აისახება ჩვენს ფედერაციაზე. რაც მეტ ლიცენზიას მოვიპოვებთ, უფრო მეტი ადამიანი წარდგება ოლიმპიადაზე და ისე, რომ უნდა მოვრჩეთ კინკლაობას,“-განაცხადა გეგა გეგეშიძემ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემაც. მისი თქმით მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი პრობლემები, რომლის წინაშეც აღმოჩნდა ჭიდაობის ფედერაცია, შიგნითვე მოგვარდეს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ თვითონ იმ სფეროში გადაწყდეს და მოგვარდეს პრობლემები და არ გამოვიდეს და თუნდაც მიუხედავად იმისა რომ მე სპორტსმენი ვარ და წარმოვადგენ პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს ჩემამდეც არ იყოს ესეთი პრობლემები მოსული და თვითონ შიგნით ღია ჯანსაღ მსჯელობაში იყოს ეს ფორმატი. არ არის არავის მოსაწონი არაერთხელ ავღნიშნე მაგრამ დეტალებში ნუ წავალთ ახლა რატომ მოხდა და როგორ მოხდა. ყველამ ერთად დავგმეთ და ეს ადამიანიც ნანობს,“-განაცხადა მიხელ ყაველაშვილმა.

დღის ამბები