19 ნოემბერი 2024,   11:27
ვრცლად
სერგი კაპანაძე ბატიაშვილს ია კრზაიას სკოლაზე დაწერილი ანონიმური წერილის ავტორის გადაუმოწმებლობაზე პასუხს სთხოვს

ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის საქმე - პარლამენტში დეპუტატების კითხვებს განათლების მინისტრი პასუხობს.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი, სერგი კაპანაძე ია კერზაიას სკოლასთან დაკავშირებით შესულ ანონიმურ წერილს ეხამაურება.

დეპუტატის თქმით, მინისტრმა მყისიერი რეაგირება მოახდინა ანონიმურ წერილზე და არ დაინტერესდა, რეალურად არსებობდა თუ არა ანონიმური წერილის ავტორი.

სერგი კაპანაძე ამბობს, რომ დირექტორზე პოლიტიკური ზეწოლა განხორციელდა და ამის უკან სავარაუდოდ, შს მინისტრი ან „ოცნების“ სხვა წარმომადგენელი იყო.

„ია კერზაიას საქმზე მინდა გკითხოთ - ლავრენტი ქირიას წერილი, რომ შემოგივიდათ, პირადი ნომრის გარეშე, არასწორი მისამართით, მერე საერთოდ პასუხი რომ გაეცით ლავრენტი ქირიას, შეეცადეთ, დაგედგინათ მართლა არსებობდა თუ არა. თუ პირდაპირ თქვენმა თანამშრომელმა ან შეიძლება სხვა უწყების თანამშრომელმა დაწერა ეს ანონიმური წერილი. ამ სამარცხვინო ანონიმური წერილის საფუძველზე, სანიმუშო სკოლაში, მათ შორის, ეს სკოლა იმ სკოლებს შორის არის ახლა პილოტირებას რომ აპირებთ, ერთ-ერთი სკოლა არის მეექვსე სკოლა. ამ სამარცხვინო ანონიმური წერილის გამო ეგზეკუცია, რომ შეუშვით თქვენი ხელმოწერილი ბრძანების მიხედვით ამასთან დაკავშირებით უფრო მეტი დეტალი, რომ მოგვაწოდოთ და ვისგან მოდიოდა ეს დაკვეთა, თქვენ იღებთ პასუხისმგებლობას თუ ეს იყო შს მინისტრი, თუ „ქართული ოცნების“ გუნდის სხვა წარმომადგენელი,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

დღის ამბები