17 ნოემბერი 2024,   10:50
ვრცლად
პოლონეთის საელჩო, ვარშავაში მოკლული საქართველოს მოქალაქის ოჯახს სამძიმარს უცხადებს​ 

პოლონეთის საელჩო საქართველოში, ვარშავაში მოკლული საქართველოს მოქალაქის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.  საელჩომ განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საქმეზე გამოძიებას პოლიცია და პროკურატურა აწარმოებს. 

"ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ და სამძიმარს ვუცხადებთ ვარშავაში მოკლული
საქართველოს მოქალაქის ოჯახს. საქმეზე გამოძიებას ამჟამად აწარმოებს პოლიცია და
პროკურატურა. ამ ტრაგიკული შემთხვევის გარემოებების შესახებ დამატებითი
ინფორმაციის მისაღებად უნდა უშუალოდ დაუკავშირდეთ პოლონეთის საგამოძიებო
ორგანოებს ან ვარშავაში საქართველოს საელჩოს," - ნათქვამია საელჩოს განცხაედბაში.

პოლონეთში, საქართველოს მოქალაქე, 40 წლის გ.ბ. საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. ინფორმაციას მოკლული მამაკაცის ოჯახის წევრები ადასტურებენ. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 45 წლის მამაკაცი, რომლესაც ჭრილობა ზურგის არეში ჰქონდა მიყენებული, ვარშავის ერთ-ერთ საავდმყოფოსთან უცნობმა პირებმა დატოვეს და მიიმალნენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები