მმართველი გუნდი არის იმისთვის, რომ რთული პოლიტიკური საკითხები გადაჭრას - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი. არჩილ თალაკვაძე ამტკიცებს,რომ მმართველ პარტიაში განხეთქილება არ არის და "ქართული ოცნება" 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებსაც ძლიერი, ერთიანი გუნდით შეხვდება.
„ჩვენ აუცილებლად შევძლებთ სწორი გადაწყვეტილებების მიღებას, მათ შორის მოსამართლეებთან დაკავშირებითაც. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“ და უმრავლესობას, ჩვენ გვექნება მყარი უმრავლესობა 2020 წლამდე და 2020 წელსაც გამოვალთ ძლიერი გუნდით“-ამბობს თალაკვაძე.
საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი კი საბოლოო პოზიციას ამ დრომდე არ აფიქსირებს. რომან კაკულიას თქმით, ახლა მთავარია, რომ ისეთი მოსამართლეები იყვნენ შერჩეული, რომელიც ქვეყანას გამოადგება.
თავად კი საკუთარ გადაწყვეტილებას მაშინ დააფიქსირებს, როცა ამის დრო მოვა.