17 ნოემბერი 2024,   10:49
ვრცლად
დაპირისპირება სპორტის სასახლეში -  ინციდენტიდან ერთი თვის შემდეგ, გეგა გეგეშიძე შერიგებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს 

დაპირისპირება სპორტის სასახლეში - ინციდენტიდან ერთი თვის შემდეგ, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა პირველად საჯაროდ თქვა, რომ ნანობს საკუთარ საქციელს და მზად არის შერიგებისთვის. გეგა გეგეშიძე პრეზიდიუმის გაფართოებული სხდომის მოწვევას აპირებს, სადაც დაპირისპირებაზე იმსჯელებენ და კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პასუხისმგებლობაზე არ უსაუბრია დღეს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, რომელსაც გეგა გეგეშიძე რამდენიმე საათის განმავლობაში ხვდებოდა. მიხეილ ყაველაშვილს სურს, რომ ამის შემდეგ დაპირისპირების პრობლემები ფედერაციის შიგნით გადაწყვეტენ და იქვე მოაგვარონ.

პარლამენტში შეხვედრას ნაკრების მწვრთნელიც ესწრებოდა. ნუგზარ სხირელი გეგა გეგეშიძის პოზიციას იზიარებს და ევროპის ჩემპიონს ნაკრებში დაბრუნებას სთავაზობს.

ზურაბ დათუნაშვილი ფედერაციის პრეზიდენტის გულწრფელობაში დარწმუნებული არ არის, თუმცა პრეზიდიუმის სხდომაზე მისვლას გეგმავს. ევროპის ჩემპიონი გამორიცხავს გეგა გეგეშიძესთან თანამშრომლობას და კვლავ მის გადადგომას მოითხოვს. იმ შემთხევაში თუ გეგა გეგეშიძე ფედერაციაში დარჩება, დათუნაშვილი არ გამორიცხავს აქტიური სპორტიდან წასვლას, ან სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობას.

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომა, რომელზეც ორგანიზაციაში დაპირისპირება უნდა მოაგვაროს, სავარაუდოდ მომავალ კვირას გაიმართება.

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები