19 ნოემბერი 2024,   11:14
ვრცლად
ოპოზიცია კი არ უნდა ითხოვდეს, მეგობრები უნდა გირჩევდნენ გადადგომას - რატიანი ბატიაშვილს მიმართავს

თქვენ ამ ზეწოლაში იყავით ერთ-ერთი ჭანჭიკი... ოპოზიცია კი არ უნდა ითხოვდეს თქვენს გადადგომას, თქვენი მეგობრები უნდა გირჩევდნენ - ამ განცხადებით, განათლების მინისტრს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო რატიანმა მიმართავს.

რატიანის თქმით, ია კერზაიას წინააღმდეგ პოლიტიკური დაკვეთა და ზეწოლა ნათელია. ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, სხვა შემთხვევაში მინისტრს ანონიმური წერილის ავტორის, ვინმე ლავრენტის პასუხად, ზუგდიდის მე-6 სკოლაში არსებული ვითარება უნდა შეესწავლა და იქ „სპეცრაზმი“ არ უნდა გაეშვა.

„აუდიტის სამსახურის უფროსი, რომელსაც არ დაუწყია გამოკვლევა დღემდე გყავთ თქვენ და ამ აუდიტის სამსახურმა გააკეთა ის, რაც გააკეთა ზუგდიდში-პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა.

„თქვენ ხელი მოაწერეთ ანონიმურ წერილს, სადაც ეწერა, რომ თქვენ აღმაშენებელი ხართ და ვიღაც უწმინდურებმა დანიშნეს ქალბატონი ია რამოდენიმე წლის წინ დირექტორად. ეს არის პოლიტიკური და ანონიმური წერილი, ლავრენტი არის ამ ანონიმური წერილის ავტორი, ვინმე ლავრენტი, ის ლავრენტი, რომელიც ყოველთვის იყო და არის მე-20 და 21-ე საუკუნის დასაწყისში, სიმბოლოა.

"თქვენ რა უნდა გაგეკეთებინათ? - შეისწავლეთ ეს წერილი, საკმარისია დაგერეკათ რესურსცენტრებში და გაგერკვიათ. ადამიანი გთხოვდათ შველას და თქვენ გაუშვით სპეცრაზმი. ამის შემდეგ ოპოზიცია კი არ უნდა ითხოვდეს თქვენს გადადგომას, თქვენი მეგობრები უნდა გირჩევდნენ.

ზეწოლა ხდებოდა, თქვენი იყავით ერთ-ერთი ჭანჭიკი ამ ზეწოლაში და მეგობრები უნდა  გეუბნებოდნენ,რომ თქვენ უნდა გადადგეთ“, - მიმართა სერგო რატიანმა განათლების მინისტრს.

დღის ამბები