17 ნოემბერი 2024,   10:52
ვრცლად
სამუშაო პირობების გაუმჯობესება - სოციალურმა მუშაკებმა ჯანდაცვის სამინისტროს მიმართეს

სოციალური მუშაკები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მათ დღეს განცხადებით ჯანდაცვის სამინისტროს მიმართეს. მთავარი მოთხოვნა ეფექტური სერვისების ჩამოყალიბება და მინიმალური შრომითი პირობების შექმნაა. განცხადებაში მენეჯმენტის არაეფექტურობაზეც არის საუბარი და მაგალითისთვის სოციალურ მუშაკებს რამდენიმე დღის წინ მომხდარი ტრაგედია მოჰყავთ, როდესაც 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა.

„მოთხოვნები, რასაც სოციალური მუშაკები აყენებენ იყოფა ორ ნაწილად. პირველი: სისტემურ დონეზე დაიგეგმოს ცვლილებები, რომელზეც უნდა იმუშაოს იმ სამუშაო ჯგუფმა და იმ ფორმატში, რასაც სოციალური მუშაკები სთავაზობენ დამსაქმებელს. კერძოდ, ჯგუფში უნდა წევრიანდებოდნენ მოქმედი სოციალური მუშაკები, უშუალოდ ველზე მოქმედი სოციალური მუშაკები, რომელთაც ყველაზე კარგად იციან პრობლემები. მეორე: აქ უნდა იყვნენ სფეროს ექსპერტები, რომელთაც სოციალური მუშაობა შემოიტანოს და დააფუძნეს საქართველოში და მისი კონცეფცია განავითარეს; და მესამე: არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც სარგებლობენ საზოგადოების ნდობით და აქვთ შესაბამისი მანდატი. მეორე ნაწილი სოციალური მუშაკები ეხება სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, რაც არის უმნიშვნელოვანესი იმიტომ, რომ სოციალური მუშაკები მათზე დაკისრებული სამუშაო რაოდენობის ამ სამუშაოს სირთულის სუპერვიზიის არ არსებობის გამო რეალურად, ვერ ახერხებენ, საქართველოში განახორციელონ სოციალური მუშაობა,“ - აცხადებს საინიციატივო ჯგუფის წევრი
ქეთი ხუციშვილი.

სოციალური მუშაკების ბრალდებებს, სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი ეხმაურება. ნინო ოდიშარია აცხადებს, რომ სამინისტროში საკოორდინაციო საბჭოს ჩამოყალიბდა, რომელიც სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხს განსაზღვრავს, მათ შორის სოციალური მუშაკების სამუშაო გრაფიკსაც.

მისივე თქმით, სოციალური მომსახურების სააგენტოში მიმდინარეობს რეორგანიზაცია, რაც გააუმჯობესებს სააგენტოს მუშაობას.

„ამ საკითხებზე ჩვენ სისტემური მუშაობა დავიწყეთ უკვე 2018 წლის დასაწყისში. 2018 წლის შუაში უკვე გვქონდა სოციალური სამუშაოს შესახებ კანონი, რასაც მოყვა სამოქმედო გეგმა, რომელიც უნდა შევასრულოთ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ სხვა უწყებებმა, სადაც ასევე იქნებიან სოციალური მუშაკები.

ასევე ჩამოყალიბდა საკოორდინაციო საბჭო სამინისტროში, რომელიც გაუძღვება სხვადასხვა საკითხებზე მუშაობას, მათ შორის სოციალური მუშაკების სამუშაო გრაფიკი იქნება ეს თუ სხვა საკითხები და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, ახლა სოციალური მომსახურების სააგენტოში გამოცხადებულია რეორგანიზაცია და ამ რეორგანიზაციის ფარგლებში, ჩვენ შევეცდებით, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს მუშაობა ისე გავმართოთ, რომ ჩვენს მოსახლეობას უკეთესი სერვისები მივაწოდოთ,“ - ამბობს ნინო ოდიშარია

ავტორი : ნინო გაზდელიანი

დღის ამბები