19 ნოემბერი 2024,   11:28
ვრცლად
სოფელ ხურვალეთთან ოკუპანტებმა საგუშაგოს მოწყობის სამუშაოები განაახლეს

სოფელ ხურვალეთთან ოკუპანტებმა საგუშაგოს მოწყობის სამუშაოები განაახლეს. ამჯერად რუსმა მესაზღვრეებმა სათვალთვალო კოშკი მასხალათით შებურეს.

კოშკთან ფიზიკურად არ ჩანან შეიარაღებული პირები, ისინი კამერებს ემალებიან. სავარაუდოდ, საინჟინრო დანაყოფი კი დღეს დილიდან შეუფერხებლად მუშაობს.

ადგილზე მობილიზებულია ქართული პოლიციაც.

სოფლის მოსახლეობა შეშინებულია და ხელისუფლების დახმარებას ითხოვს.

დღის ამბები