17 ნოემბერი 2024,   11:28
ვრცლად
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყოუში ხანძარს 94 წლის კაცი ემსხვერპლა  

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყოუში ხის საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად 94 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

შემთხვევა დღეს, გამთენიისას, მოხდა. ხანძრის შედეგად დამწვარია 100 კვ.მ. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, არსებობდა ცეცხლის გავრცელების საშიშროება გვერდით მდებარე ორსართულიან სახლზე, თუმცა, ხანძარი დროულად იქნა ლოკალიზებული.

შეტყობინება სამაშველო სამსახურში დღეს, დილის 06:00 საათზე, შევიდა. ადგილზე 3 სახანძრო სამაშველო ბრიგადა მუშაობდა და ცეცხლის ლიკვიდაცია ერთ საათში მოხდა. 

დღის ამბები