17 ნოემბერი 2024,   10:52
ვრცლად
"სახე არანორმალურად შეეცვალა, მივიდა უცებ, მოკიდა ხელი და ჩაკოცნა" - ქუთაისში არასრულწლოვანზე ძალადობისთვის ერთი პირი დააკავეს

ქუთაისში პირველ სკოლასთან არასრულწლოვანზე ძალადობისთვის ერთი პირი დააკავეს. თვითმხილველები ყვებიან, რომ დაკავებული უცხოელია, სავარაუდოდ თურქია, ასაკით კი 60 წლამდე მამაკაცი. ისინი ამბობენ, რომ მამაკაცი ტერიტორიაზე ხშირად ჩნდებოდა და ბავშვებს, განსაკუთრებით კი გოგონებს საეჭვოდ აკვირდებოდა. დღეს კი, მათივე თქმით, ერთ-ერთ მათგანს ფიზიკურად შეეხო. 

„მოცეკვავე გოგონებს მიჩერებოდა სტეკლოზე. მერე მე გავაფრთხილე მშობლები, აქ შვილი ყავს, რომ ვუთხარი გამოეკიდა, გააგდო. მის მერე ორჯერ მოვიდა კიდე. თურქიაო თქვეს მაშინაც... მოაჯირზე იყო იქ და უყურა, უყურა ამ პიროვნებამ, რაღაც სახე არანორმალურად შეეცვალა, მივიდა უცებ, მოკიდა ხელი და ჩაკოცნა და ჩაკოცნა. მე ამიტანა ნერვებმა, მოვკიდე ბეჭში ხელი და ვისროლე...“ - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი. 

დღის ამბები