17 ნოემბერი 2024,   10:44
ვრცლად
როგორ მოხდა სუიციდის მცდელობა საკანში, რომელიც არის აღჭურვილი ვიდეოკამერებით-პატიმრის ოჯახს ციხის ადმინისტრაციასთან კითხვები აქვს

პატიმარი, რომელიც ამტკიცებდა, რომ უდანაშაულოა და თვითმკვლელობა სცადა კვლავ ინგოროყვას კლინიკაში რჩება. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

პატიმრის მეუღლე ამბობს, რომ ოჯახს სასჯელაღსრულების სამინისტროსთან კითხვები აქვს.

„მე მაქვს უამრავი შეკითხვა სასჯელაღსრულების მისამართით. კერძოდ, ჩემი შეკითხვები არის თუ რატომ მოხდა ოჯახთან დაკავშირება 14 საათიანი ინტერვალით მომხდარი ფაქტიდან. ეს პირველი შეკითხვა. მეორე შეკითხვა არის რატომ და როგორ მოხდა სუიციდის მცდელობა საკანში რომელიც არის აღჭურვილი ვიდეო სამეთვალყურეო კამერებით. კერძოდ ორი კამერაა როგორც მე ვიცი დამონტაჟებული და მისი პირადი განცხადების საფუძველზე იმყოფება  ვიდეო სამეთვალყურეო კონტროლის ქვეშ,“-განაცხადა შოთა შანიძის მეუღლემ სოფო სლამისკაიამ.

შოთა შანიძის შესახებ რეპორტაჟი "კურიერმა" რამდენიმე დღის წინ მოამზადა, სადაც მისი ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ პატიმარი უარს ამბობდა საკვებზე, წყალსა და მედიკამენტებზე. ის, 4 წლის წინ, გეგუთის ციხეში ცემით მოკლული მსჯავრდებულის - გიგა ფარტენაძის საქმეზე გასამართლებული სამი პატიმრიდან ერთ-ერთია, თუმცა ის საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვდა და ამტკიცებდა, რომ გეგუთის საპატიმროში არავინ უცემია.

ამავე თემაზე
დღის ამბები