07 მაისი 2024,   23:29
ვრცლად
ტერეზა მეი ბრექსითთან დაკავშირებით უფრო მეტ დროს ითხოვს

ტერეზა მეი ბრექსითთან დაკავშირებით უფრო მეტ დროს ითხოვს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელში ვიზიტის შედეგები პარლამენტს მომდევნო კვირაში უნდა გააცნოს. გავრცელებული ცნობით, ტერეზა მეი დეპუტატებს დამატებით დროს მოსთხოვს, რომ მან ირლანდიის საზღვრის საკითხზე გარიგებაში შეტანილ სავალდებულო ცვლილებებთან დაკავშირებით ევროპელების მხარდაჭერა მოიპოვოს. იმ შემთხვევაში თუ გარიგება თებერვლის ბოლომდე მზად არ იქნება, პრემიერი დეპუტატებს ბრექსითის სხვა ვარიანტზე კენჭისყრასაც ჰპირდება. შეთანხმების თანახმად, ბრიტანეთმა ევროკავშირი 29 მარტს უნდა დატოვოს. 

დღის ამბები